სოფელ ახალშენში მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. მოქალაქეებმა აქცია გამართეს და რამდენიმე წუთით მთავარი გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში გზა ამორტიზებულია, დაზიანების გამო გადაადგილება უჭირთ ავტომობილებს, განსაკუთრებით წვიმის დროს.
აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძეც იმყოფებოდა, რომელმაც გზის მოწესრიგების მოთხოვნით განცხადება შეადგინა და მოსახლეობისგან ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მისი განცხადებით, თუ კი გზა დროულად არ მოწესრიგდება დიდი მასშტაბის აქციები გაიმართება.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გოროდოკი-ახალშენი-ზედა წინსვლას საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მიზნით პროექტის კორექტირება მიმდინარეობს. ფერისცვალების ეკლესიასთან სანიაღვრე არხების მოწყობის გამო პროექტს დაზუსტება სჭირდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.
პროექტის სამუშაოების ნაწილი მიმდინარე წელს დაიწყება, რისთვისაც მილიონი ლარი დაიხარჯება.