207 წელი სელიმ ხიმშიაშვილის სიკვდილით დასჯიდან

06 ივნისი 2022, 14:13 615 ნახვა

სელიმ ხიმშიაშვილის თავის მოკვეთიდან 207 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, პროფესორები, ისტორიკოსები და რიგით მოქალაქეები ხიმშიაშვილის ძეგლთან შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ისტორიის თანახმად, სელიმ ბეგ  ხიმშიაშვილმა XVIII-XIX საუკუნის მიჯნაზე ზემო აჭარა გააერთიანა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გაერთიანებაც სურდა. იგი ოსმალეთის ცენტრალურ ხელისუფლებას  უპირისპირდებოდა და იბრძოდა საფაშოს გამოყოფისათვის. სულთანის ბრძანებით, მას სიკვიდილი მიუსაჯეს. 

1815 წელს სელიმ ხიმშიაშვილმა თავი გაწირა აჭარის თურქული უღელისგან გათავისუფლებისთვის და გადმოცემით სიკვდილის წინ უთქვამს, რომ მას შეიძლება თავი მოჰკვეთონ, მაგრამ აჭარას სამშობლოს ვერასოდეს მოკვეთენ.

რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მისმა პირდაპირმა შთამომავლებმა ეს სიტყვა შეასრულეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში