სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 52 ოჯახს სახლებს შეუსყიდიან

04 ივნისი 2022, 10:53 895 ნახვა

დევნილთა სააგენტოში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის გადაწყვეტილებით, დევნილთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 52 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, გამოყოფილი ბიუჯეტი 2022 წელს გაიზარდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი სახლების შესყიდვის პარალელურად, სახელმწიფო საკუთრებაში მცხოვრებ 140-მდე ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში გადასცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი