სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ პარაკლისის წინ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და მრევლს, რომელიც სვეტიცხოველში მისვლას გეგმავს, მოუწოდა არ აყვნენ პროვოკაციას, რაც არ უნდა პროვოკაციულად მოეჩვენოთ სხვისი აზრი ან შეკითხვა და არ გაცდნენ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს.
ეკლესიის წმინდანების, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება, რაც სულ რამდენიმე დღის წინაც მოვისმინეთ, ასეთივე პროვოკაციაა - აცხადებენ საპატრიარქოში.
ბოლო დღეებში ერეკლე მეფესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის ფონია ლევან ბერძენიშვილის მიერ მის შესახებ ნათქვამი ფრაზა.
ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც თავად გახდა კრიტიკის სამიზნე.