''ბორჯომის'' ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს გადაწყვეტენ რა ფორმით გაგრძელდება დედაქალაქში დაგეგმილი პროტესტი.
მოთხოვნები უცვლელია: სამსახურიდან გათავისუფლებული 50 ადამიანის აღდგენა; ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. უვადო ხელშეკრულებების გაფორმება.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გუშინ შეხვედრა გაიმართა კომპანიის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა შორის, თუმცა უშედეგოდ.
დღეს აქციის მიმდინარეობისას მცირედი ინციდენტი მოხდა კომპანიის დაცვის თანამშრომლებთან.