სტადიონის მშენებლობა

04 იანვარი 2017, 00:00 3833 ნახვა

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით თემას, რომელსაც აქტუალობა ბოლო ათწლეულია არ დაუკარგავს - ექნება თუ არა სტადიონი ბათუმს? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სამუშაოებისთვის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია, მიუხედავად ამისა რამაზ ბოლქვაძეს დღეს მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.ახლა ჯერი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროზეა, სადაც პროექტი ტექნიკურ ექსპერტიზას გადის. მინისტრი ამბობს, რომ ტენდერი გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად, ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ გამოცხადდება. რამაზ ბოლქვაძემ დღეს, პროექტის შეფერხების მიზეზებიც განმარტა.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი