'თურქეთი ქვეყანაში შესასვლელად "Covid-19-ის ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას ხსნის, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ივნისიდან თურქეთის რესპუბლიკაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემომსვლელთათვის მოიხსნა “Covid-19” ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიგკავშირდით შემდეგ ნომრებზე:
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08", - აღნიშნულია ინფორმაციაში.