ისანში, ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარია

02 ივნისი 2022, 16:02 727 ნახვა

ისანში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩნდა, სადაც მეორადი საბურავები და ნარჩენები იწვის.

შემთხვევის ადგილას სახანძრო ჯგუფები მუშაობენ.

ბოლო ინფორმაციით, ისნის ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

 

 

 

 

 

 

ფოტო: მაიკო წერეთელი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში