ლეიტუველი და ესტონელი ტურ ოპერატორები აჭარაში

02 ივნისი 2022, 11:10 946 ნახვა

აჭარას, ლიეტუვისა და ესტონეთის მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ.  დღეს მათ ბათუმის არქეოლოგიური და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცდონეობის მუზეუმები დაათვალიერეს.

მოგვიანებით მოინახულებენ პეტრას ციხეს და  ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათს - ბოტანიკურ ბაღს. ისინი  რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან.  ვიზიტის მთავარი  მიზანი ბალტიისპირეთის ქვეყნებში რეგიონის პოპულარიზაციაა.

შესაბამისად ისინი აქ არსებულ ყველა ტურისტულ  ადგილს მოინახულებენ და  შემდეგ უკვე აჭარის შესახებ ტურისტულ პაკეტებს მოამზადებენ, რომელსაც მათ მომხმარებლებს შესთავაზებენ.

ამ პაკეტებში მაღალმთიანი აჭარა დაიკავებს ადგილს, სადაც ისინი მომდევნო დღეებში გაემგზავრებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი