ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ქობულეთის ცენტრალურ პარკში პატარებისთვის ქობულეთის სახელოვნებო სკოლის მუსიკალური ბენდი სხადასხვა ნოემერს ასრულებს. გამოფენილია ბავშვების ნახატები, რამდენიმე წუთში კი ამფითეატრის სცენაზე დაიწყება ქართული ანიმატორული სტუდია „ჟოზეზს“ კონცერტი. ასევე პატარებისთვის, ცნობილი ქართველი კარიკატურისტი „კემო“ ხატავს. ღონისძიებების ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის გაიმართა მხიარული სტარტებიც. ბავშვთა დაცვის დღის ღონისძიებებისთვის ქობულეთის მერიამ ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოყო. ღონისძების დასასრულს კი პატარებისთვის ცაზე ფერად ფოირვერკეს გაუშვებენ.