მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ "ემპათიას" მედიკოსები მივლენ. როგორც ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველმა განაცხადა, სააკაშვილის ადვოკატებს სასამართლოს განჩინება ჩაბარდათ, რომლითაც ცენტრ „ემპათიას“ სამედიცინო ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება აქვთ.
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ექსპერტებს ელოდება და მზად არის, ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა მიიღოს.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტისთვის ექსპერტთა ჯგუფის დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა 25 მაისს დააკმაყოფილა.