უცხოური მედია ბათუმზე

31 მაისი 2022, 14:43 1024 ნახვა

Conde Nast Traveler Spain, Forbes USA, Forbes Brazil, Euronews და Yahoo France იმ 10-მდე გამოცემას შორისაა, რომლებიც პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის European Best Destination რეიტინგს ეხმაურებიან და ევროპის ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ბათუმზე სტატიებს აქვეყნებენ.

უცხოური მედია ვრცელ სტატიებს უძღვნის აჭარის რეგიონს, როგორც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს სამოგზაუროდ. 

Forbes USA მილიონობით მკითხველს ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, ისტორიასა და კულტურაზე ესაუბრება.

ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საზღვაო-სამთო ტურისტულ პროდუქტებს აცნობს მკითხველს პოპულარული გამოცემა Condé Nast Traveler.

“აღმოაჩინე შავი ზღვის რეგიონი, სადაც სანაპიროები და თოვლიანი მწვერვალები ერთმანეთს ერწყმის“ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Euronews. სტატიაში ჟურნალისტი რეგიონის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებსა და ტურისტულ პროდუქტებზე საუბრობს.

ბათუმის კლიმატსა და აჭარის ეროვნულ პარკებზე ამახვილებს ყურადღებას Forbes Brazil. European Best Destination-ის რეიტინგში ბათუმის, როგორც ევროპის საუკეთესო ფარული მარგალიტის  გამოვლენის შემდეგ, სამოგზაურო პლატფორმის გვერდზე  გაიზარდა ინტერესი ბათუმის მიმართულებით და  აცხადებენ, დუბლინის, ათენის, ფუნჩალის, ნოტინგემის გვერდით მომხმარებლები აქტიურად ჯავშნიან ბათუმის მიმართულებას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი