კაცი, რომელსაც ახლობლების ვარაუდით დათვი დაესხა თავს, მძიმე მდგომარეობაშია

28 მაისი 2022, 15:01 7171 ნახვა

უგონო მდგომარეობაში იმყოფება კაცი, რომელიც ახლობლებმა ხულოში, სოფელ რაქვთაში ტყეში იპოვეს და ვარაუდობენ, რომ მას დათვი დაესხა.

დაშავებული კლინიკა ''მედალფაშია'' გადაყვანილი. ხულოს საკრებულოს დეპუტატი რამინ ბერიძე ამბობს, რომ კლინიკაში კაცზე დათვის თავდასხმას გამორიცხავენ.

ამბობს, რომ  დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა, აქვს თავის, სახის ძვლების და ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, თუმცა შესაძლოა ეს დაზიანებები კაცს მიეღო დაცემისგან და არა დათვის თავდასხმისგან, რადგან ბრჭყალების ნაკვალევი არ აღენიშნება -აცხადებს რამინ ბერიძე  კლინიკის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი