ვითარება უკრაინაში

26 მაისი 2022, 11:59 602 ნახვა

თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად 92-ე დღეა იბრძვის უკრაიანა, სადაც რუსეთის აგრესიას ისევ მოჰყვა მსხვერპლი.

დონეცკში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 12. დაბომბვების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ხარკოვის რეგიონში. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კრივოი როგზე. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უწყვეტი დაბომბვების მიუხედავად სევეროდონეცკი ალყაში არ მოქცეულა.

ოკუპანტებმა ლისიჩანსკზე ძლიერი და ხანგრძლივი საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაიტელეგრამზე“ წერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი