ბათუმის დინამოს ახალი სპონსორი და შეხვედრა სამგურალთან

25 მაისი 2022, 19:54 1200 ნახვა

დინამო ბათუმის სპონსორი კომპანია Lixin Group გახდა. კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. შეთანხმების თანახმად, საქართველოს ჩემპიონ გუნდს კომპანია Lixin Group-ი სასპონსორო თანხით 1 მლნ ლარით უზრუნველყოფს. ,,ლიქსინ ჯგუფი“ წარმატებით ოპერირებს მსოფლიო მასშტაბით დეველოპმენტის, ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში. ასევე, კომპანიის წარმომადგენელს თომას სუს ბათუმის საპატიო პრეზიდენტის წოდება მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ დინამო ბათუმი 2021 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და ასევე,  სუპერთასი მოიპოვა. სწორედ რამდენიმე წუთში, ბათუმის „დინამო“ ბათუმი აჭარაბეთ არენაზე წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება. სატურნირო ცხრილს კვლავ გია გეგუჩაძის გუნდი 34 ქულით ლიდერობს, სამგურალს კი 29 ქულა აქვს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში