დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი

25 მაისი 2022, 14:07 572 ნახვა

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია  „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“  საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებული სხვებთან ერთად დაეუფლა მილიონ ლარზე მეტს. ირკვევა, რომ იგი  ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად - საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირიცხებოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი