აჭარის პოლიციის დანაყოფებს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ძრავის 32 ავტომობილი შეემატა. 25 ავტომობილი საპატრულო პოლიციისთვისაა განკუთვნილი.
ავტოპარკის განახლების შედეგად, ბათუმსა და ქობულეთში საპატრულო პოლიციის მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილები იმოძრავებენ.
ახალი, ჰიბრიდულძრავიანი 7 მანქანა ასევე გადაეცა კრიმინალური პოლიციის დანაყოფებს.