ჯო ბაიდენის აზიური ტურნე

23 მაისი 2022, 10:25 1654 ნახვა

აშშ მხარს უჭერს, რომ იაპონია გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი გახდეს, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს განუცხადა.

იაპონური მედიის ინფორმაცით, ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის დღის წესრიგი ძირითადად ჩინეთზე იქნება ფოკუსირებული. ბაიდენი ოფიციალურად გამოაცხადებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ჩარჩოს შესახებ, რომელიც მოიცავს შეხვედრებს იაპონიის, ინდოეთის და ავსტრალიის ლიდერებთან ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის ჯგუფში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიზარდა მოწოდებები გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმის შესახებ, სადაც მუდმივი წევრები რუსეთი და ჩინეთი არიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი