ჟიტომირში საჰაერო იერიშებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები 

23 მაისი 2022, 10:18 689 ნახვა

სამი თვე გადის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ომის 89-ე დღეს უკრაინაში - ოკუპანტებმა კრივოი როგის სამი დასახლება დაბომბეს. 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საჰაერო იერიშებს ჟიტომირში. გავრცელებული ცნობით, დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი სახლი დაზიანდა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსები სხვადასხვა მიმართულებით იერიშზე გადავიდნენ სევეროდონეცკში, თუმცა უკრაინის ძალებმა მათი მოგერიება მოახერხეს. დაზიანდა 30-ზე მეტი სახლი.

7 მოქალაქე ემსხვერპლა დონბასში დაბომბვებს. მარიუპოლში რუსეთის ძალებმა ქალაქში შესვლისა და გასვლისთვის მანქანის საშვების მოთხოვნა დაიწყეს. ქალაქის მერის მრჩეველი წერს, რომ მარიუპოლიდან იძულებით გადაადგილებული უკრაინელების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 232 ბავშვია დაღუპული, 2-ჯერ მეტი კი დაშავებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი