„არ მომიკლა დედა“, „არ გაჩუმდე“, „არ დახუჭო თვალები“, „არ იყო თანამონაწილე“ - ამ გზავნილებით ქალთა მიმართ ძალადობის დასაგმობად ბათუმში შეიკრიბნენ.
ახალგაზრდებმა მდუმარე პერფომანსზე პლაკატები მიიტანეს და ანტიფემიციდური წარწერები ტროტუარზე განათავსეს. აცხადებენ, რომ თბილისში მომხდარი მკვლელობა საზოგადოების გულგრილობის გამოძახილია. მათივე განმარტებით გასაძლიერებელია ქალთა სოციალური მდგომარეობა.
ქალთა ძალადობის და ფემიციდის წინააღმდეგ მიმართული აქცია თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართა. შეკრების ორგანიზატორები არიან "საქართველოს შემეცნებითი ცენტრი" იყო.