ფერმერების დახმარების ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებელი ქულები 100 ათასზე მეტ ფერმერს აგრო ბარათებზე უკვე დაირიცხა.
1,200-ზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გაააქტიურა. პროგრამით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.
პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ფერმერებს შეხვდნენ და მეურნეობის მიმართულებით საჭირო სამუშაოებსა და გეგმებზე ისაუბრეს.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარია.