ვანდალიზმის ფაქტები ბათუმში

20 მაისი 2022, 20:06 2221 ნახვა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე სკვერში 8 ძირი წითელი ნეკერჩხალი დააზიანეს. ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გამწვანების სამსახურის ინფორმაციით,  მსგავსი ვანდალიზმისა და ხე-მცენარეების მოპარვის ფაქტები გახშირებულია და მოსახლეობას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.

ვანდალიზმის შემთხვევები, როგორც აღმოჩნდა ბათუმში ახალი არ არის. ქალაქის მასშტაბით ასევე, 300-მდე ბუჩქია ამოთხრილი.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი