საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში

20 მაისი 2022, 13:19 1146 ნახვა

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში, ბათუმის სპორტის სასახლის ტანმოვარჯიშეებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს. ოქროს მედალს, ჭაბუკთა პირველ თანრიგში ნინო უსუბიანი დაეუფლა. ვერცხლის მედლის პრიზიორები ჭაბუკთა მესამე თანრიგში სანდრა ღლონტი და ჭაბუკთა პირველ თანრიგში ნია კიკაბიძე გახდნენ. ბრინჯაოს მედალი კი ჭაბუკთა მესამე თანრიგში ანასტასია დუმბაძეს, ხოლო სპორტის ოსტატთა შორის სინქრონულ ხტომაში დიანა ფოთელიძეს და იულია ივანოვას ერგოთ. გუნდურ შეჯიბრებაში ბათუმელმა ბატუტზე მხტომელებმა მეორე ადგილი დაიკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში