დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი ცენტრია, რუსული სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმის ქვეშ იმყოფება.
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმა მოხდა ქალაქზე, სადაც დაახლოებით 20 000 ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს.
კირილენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და საოფისე შენობა დაინგრა, ნანგრევებიდან ექვსი ადამიანია გამოყვანილი.
ის მოქალაქეებს მოუწოდებს დატოვოს დონეცკის რეგიონი, რადგან უსაფრთხო ადგილები აღარაა.