რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 85 ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. კერძოდ, რუსეთიდან აძევებენ 24 იტალიელ, 27 ესპანელ და 34 ფრანგ დიპლომატს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისი ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გამოძევების საპასუხო ზომას წარმოადგენს.