რუსეთის სახელმწიფო დუმა დღეს ე.წ. ნაცისტი დამნაშავეების გაცვლის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავს - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შესაბამისი დადგენილებების შემუშავება დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გუშინდელ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტებს დაავალა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრება „ნაცისტი დამნაშავე“.
რუსეთის დუმის სპიკერმა განაცხადა, რომ ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა დაექვემდებარონ და სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ.