საქართველოს მისწრაფებების რეალიზებას სჭირდება დრო, შრომა და მოთმინება - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
ნედ პრაისი თქმით, აშშ გააგრძელებს ქართველ ხალხთან პარტნიორობას დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში.
პრაისი მედიის თავისუფლების საკითხსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ აშშ გააგრძელებს მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან.