რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრზე სარაკეტო იერიში განახორციელეს - უკრაინული მედია

18 მაისი 2022, 10:18 811 ნახვა

რუსულმა ძალებმა დღეს დილით, ქალაქ დნიპროზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაიჭრა.

"ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ერთი რაკეტის ჩამოგდება მოახერხა, რაკეტის ნამსხვრევები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩამოვარდა. დაჭრილია ქალი“, – წერს დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო.

მათივე ინფორმაციით, რაკეტის ჩამოვარდნამ ორი სახლი დააზიანა, ხოლო ერთი რაკეტა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა, რის შედეგადაც განადგურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი