უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

17 მაისი 2022, 10:31 852 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში ჯარისკაცების ევაკუაციასთან დაკავშირებით მის მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და განაცხადა, რომ პროცესში უკრაინული მხარე, "წითელი ჯვარი" და გაერო მონაწილეობენ.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეს გადაარჩენენ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სევეროდონეცკი და დონბასი ოკუპანტების მთავარ სამიზნეებად რჩება.

მისივე განმარტებით კი, უკრაინა ყველაფერს აკეთებს თავისი ხალხისა და მიწის დასაცავად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი