ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე ისევ ვერ თანხმდებიან. ქვეყნების ნაწილი რუსეთიდან ნავთობის აკრძალვის წინააღმდეგია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში აცხადებს, რომ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა და დისკუსიები გაგრძელდება.
ჯოზეფ ბორელის თქმით, აუცილებელია ევროკავშირმა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მოიხსნას.