გაურკვევლობა „ევროვიზიაზე“ ქულების მინიჭებისას

15 მაისი 2022, 16:56 1030 ნახვა

ჯერ კიდევ გაურკვეველია რატომ მოხდა რამდენიმე ქვეყნის მხრიდან ევროვიზიის კონკურსანტებისთვის ქულების შეცდომით მინიჭება. ევროპის მაუწყებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ  6 ქვეყნის ჟიურიმ ხმა წესების დარღვევით მისცა.

საქართველოს გარდა დღეს კიდევ ერთმა ქვეყანამ განაცხადა უზუსტობასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მათ 12 ქულა უკრაინას მისცეს და არა ბრიტანეთს. მსგავსი ვითარებაა საქართველოსთან დაკავშირებითაც, ევროვიზია  2022-ის გამარჯვებულ უკრაინულ ჯგუფს საქართველოს მაყურებელმა მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა. ხოლო ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა ჟიურიმ  როგორც თავიდან გავრცელდა ინფორმაცია - 6 ქულა, თუმცა მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება - პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს.

როგორც განმარტავენ, ამას მოწმობს, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.  40 ქვეყნის ეროვნული ჟიურის და მაყურებლების გადაწყვეტილებით წელს გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში