15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

15 მაისი 2022, 10:47 652 ნახვა

15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. "ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივ-თან ერთად " - ეს წლევანდელი დევიზია.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნასთან დაკავშირებით, თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში აქცია გაიმართა.

საქართველოში ეს დღე უკვე 26 წელია აღინიშნება. ამ დროისთვის, ცენტრში რეგისტრირებულია 9 349 აივ-ინფიცირებული. მათი უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა.

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში, შიდსით 1 989 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი