დაზიანებული საქანელები ქობულეთში

13 მაისი 2022, 18:26 1232 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველის 162-ნომერში, საცხოვრებელი კორპუსებთან სკვერში საბავშო ატრაქციონი დაზიანდა და შედეგად ატრაქციონზე მყოფი ერთი ბავშვი  დაშავდა. მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაც დასჭირდა.  ადგილობრივები ამბობენ, რომ საქანელამ სავარაუდოდ ბავშვების სიმძიმეს ვერ გაუძლო.  მოსახლეობის თქმით, საქანელები  უხარისხოდაა გაკეთებული და ქობულეთის მერიას სთხოვენ დაზიანებული ატრაქციონი,  რომელიც დაახლოებით სამი  თვის წინ დადგეს,  აიღონ. ქობულეთს მერის მოადგილის, დავით ვერულიძის თქმით, დაზიანებულ ატრაქციონს დღესვე ჩამოხსნიან, რომელიც ან შეკეთდება ან ახლით ჩანაცვლდება.მისი განმარტებით, საქმე ეხება ვანდალიზმს. ატრაქციონები და სკვერი კომპანია „ჯორჯიან სთოუნმა“ გააკეთა, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარე წელს დასრულდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი