ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური - პრეზიდენტი

13 მაისი 2022, 15:56 701 ნახვა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელების გმირული ბრძოლის შედეგია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ახლა სხვა განზომილებაში არიან.

„ყველამ ვიცით და ეს არის პირველი დღევანდელი მოცემულობა, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნამდვილად უკრაინელების გმირული ბრძოლის შედეგია, რომ ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა ვართ სხვა განზომილებაში. ეს შემდეგ სადამდე მივა და როგორ, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, გადაწყვეტილება დღეს იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში