აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებიდან 90 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ობსერვატორიის განახლებულ სივრცეში სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი პოსტერების გამოფენა მოეწყო, მეცნიერებმა პრეზენტაციები წარადგინეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ობსერვატორიის მთავარ შენობას, დიდი ტელესკოპის ნაგებობას, განახლდა საგამოფენო და სამუშაო სივრცეები და ბიბლიოთეკა.
ობსერვატორიის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული