სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასოდ დამუშავების პროგრამა

11 მაისი 2022, 11:48 690 ნახვა

მიმდინარე წელს აჭარაში 2 ათას 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი უფასოდ დამუშავდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავება. 

უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 850 ჰექტარი მიწის ფართობი, 5-ვე მუნიციპალიტეტში 26 ტექნიკა მუშაობს.

ფერმერმა პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში