დასავლეთი უკრაინის შეიარაღებას ისევ აძლიერებს

10 მაისი 2022, 20:09 785 ნახვა

მსოფლიო უკრაინის დასახმარებლად. იარაღის მიწოდებას გააგრძელებს გერმანია.კანცლერის განცხადებით ევროპას რუსეთის პრეზიდენტმა სხვა გზა არ დაუტოვა. რადგან, მეზობელ ქვეყანაში  თავისი ქმედებებით ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემუქრება. პენტაგონის ინფორმაციით კი, უკრაინას მხოლოდ ერთ დღეში 7-მა სახელმწიფომ 13-ჯერ მიაწოდა იარაღი. ასევე ძალაში შევიდა ლენდ-ლიზის აქტი, რომელიც უკრაინაში დაწყებული რუსეთის ომის გამო,  კონგრესმა 81 წლის შემდეგ გააცოცხლა, ამერიკის პრეზიდენტს ყოველგვარ ბიუროკრატიულ დაბრკოლებას მოუხსნის, უკრაინას და სხვა მოკავშირეებს შეიარაღება სწრაფად მიაწოდოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი