პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა - შოლცი

10 მაისი 2022, 11:44 849 ნახვა

გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს. გერმანიის კანცლერის განცხადებით  ევროპას რუსეთის პრეზიდენტმა სხვა გზა არ დაუტოვა.

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთი მეზობელ ქვეყანაში  თავისი ქმედებებით ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემუქრება.

კანცლერმა რუსეთს აგრესორი ქვეყანა უწოდა, რომელიც უგულებელყოფს  ევროპაში საზღვრების  ხელშეუხებლობის პრინციპს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი