ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან უნებართვო, მიტოვებული 30-მდე სავაჭრო დახლი გაიტანა. ინფორმაციას მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
მათივე განმარტებით, კონსტრუქციები, ტურისტულ ზონაში მოქალაქების გადაადგილებას უშლიდა ხელს და ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.
"უსახური სავაჭრო დახლების გატანა ეტაპობრივად განხორციელდა ევროპის მოედნიდან, ხიმშიაშვილის ქუჩასა და თევზის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან.
მუნიციპალური ინსპექცია უნებართვო კონსტრუქციებზე მონიტორინგს ყოველდღოურად ახორციელებს"- აცხადებენ უწყებაში.