ბადმინტონისტთა ერთობლივი საწვრთნელი შეკრება თურქეთში. ქართველი სპორტსმენები მოახლოებული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებიან, მათ შორის არიან ნიკა ჩხეიძე, გიორგი მჟავია და ანი იაკობაძე. სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალამდე საქართველოს ჩემპიონატი აქვთ დაგეგმილი, რის შემდეგაც ფესტივალისთვის გუნდი დაკომპლექტდება.
დღეს აჭარის ნაკრები, რომელთა შორის ქვეყნის ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე საერთაშორისო ტურნირების მედალოსნები არიან, წვრთნებს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გადიან. სამი მათგანი საქართველოს ნაკრების წევრია.
ცნობისთვის, ბადმინტონი სპორტის ოლიმპიური სახეობაა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ბათუმში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების ბირთვსაც, ძირითადად ბათუმელები შეადგენდნენ.