ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებთა აქცია

07 მაისი 2022, 17:38 1098 ნახვა

''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებმა მოსახლეობამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა მთავრობის სახლთან. ისინი კვლავაც იმ კატეგორიების დაზუსტებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც მოხდება ბინების გადაცემა. საუბარია 582 ბინაზე რომლის მშენებლობაც დასრულებულია.  ბინის მსურველი კი დასახლებაში 1740 ოჯახია. ისინი 10 წელია ყოფილი 25 ბატალიონის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ამბობენ რომ სხვა საცხოვრებელი არ აქვთ. ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას თხოვენ.

აქციის მონაწილეები ხვალიდან საპროტესტო აქციების გამართვას დასახლებაში გეგმავენ.

არ გამორიცხავენ ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვასაც, თუ მათთან ადგილზე არ მივა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში