სოფლის განვითარების საბჭოს სხდომაზე სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის და 2022 წლის შესრულების ანგარიში მოისმინეს. საბჭოს წევრებმა ასევე აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების საჭიროებები განიხილეს. ისაუბრეს სოფლად ცხოვრების ხარისხის ზრდაზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტ სოფლად მეწარმეობის განვითარების ფარგლებში 2020-2021 წლებში 32 პროექტი განახორციელა , მიმდინარე წელს დაგეგმილია 30 ახალი საწარმოს დაფინანსება. დღეს საბჭომ მეორე სხდომა გამართა , ჯამში სულ 4 შეხვედრაა დაგეგმილი.