ბათუმის საკრებულოში ქვორუმისთვის ოპოზიციის დასწრება საჭირო აღარ იქნება

06 მაისი 2022, 11:51 3580 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ქვორუმისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ,,გიორგი გახარია- საქართველოსთვის'' და "ლელო საქართველოსთვის" პარტიის დეპუტატების დასწრება საჭირო აღარ იქნება.

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, რომლის მიხედვით შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობა ცესკოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება.

კანონპროექტის მიღების შემდეგ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ავტომატურად იქნება ცნობილი და ბათუმის საკრებულო შეძლებს შეკრებას.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი