რეორგანიზაცია „IDS ბორჯომში“ - 49 თანამშრომელს ხელშეკრულება შეუწყდა

05 მაისი 2022, 14:55 709 ნახვა

კომპანია „ბორჯომმა“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია,  რომ სანქციების  შემდგომ  უდიდესი  გამოწვევის  წინაშე  არიან და იძულებული გახდნენ დაეწყოთ რეორგანიზაციის პროცესი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას აღარ აქვს შესაძლებლობა 100 პროცენტით აანაზღაუროს ქარხანაში მოცდენილი საათები და თანამშრომლებს  განახევრებულ  ტარიფს  სთავაზობს, რასაც   მათი  ნაწილი არ ეთანხმება. 

ბორჯომის ჩამომსხმელი  ორივე ქარხნის მუშაობა დროებით შეჩერებულია, თანამშრომლები  ახალ პირობებზე დათანხმების შემთხვევაში გარანტიებს ითხოვენ, რომ  კომპანიის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ  ისინი ძველი ანაზღაურების წესს  დაუბრუნდებიან.  

„IDS ბორჯომში“ დასაქმებულებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებების მიზნით, პროფკავშირებმა უკვე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის მოთხოვნით. თუ შეთანხმება  21 დღის ვადაში ვერ შედგა  ბორჯომში დასაქმებულები გაფიცვას გეგმავენ.

კომპანიას პრობლემა  მას შემდეგ შეექმნა რაც  15 მარტს მათი  საბანკო ანგარიშები გაიყინა,  კომპანიის  60  პროცენტიანი  წილის  მფლობელი  მიხეილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაში  მოხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი