სომხეთის თავდავის მინისტრის ვიზიტი

04 მაისი 2022, 17:56 763 ნახვა

საქართველოში ვიზიტით მყოფი სომხეთის თავდაცვის მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა კეთილმეზობლური ურთიერთობის, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. აღინიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია არსებითად ცვლის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ყურადღება გამახვილდა მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით  არსებულ თანამშრომლობაზე. თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. დღესვე, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი