„გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი“ – ამ მოთხოვნით ქართველი ექიმების ნაწილი ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბა. მათი განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომაროება ახლა კრიტიკულია და სამკურნალოდ მისი უცხოეთში დროულად გადაყვანაა საჭირო.
ექიმები საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს სთხოვენ, რომ აქტიურად ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის პრობლემის მოგვარების საკითხში. ისინი კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვენ, იმისთვის, რომ მას პირადად მიაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ.
წერილით ექიმების ნაწილმა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მიმართა.