ბორის ჯონსონი დღეს უკრაინის უმაღლეს რადას მიმართავს. მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, სიტყვით გამოსვლისას განაცხადებს, რომ ტირანიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგობა სამაგალითოა მსოფლიოსთვის.
ჯონსონი, რომელიც გასულ თვეში უკრაინას სტუმრობდა, გახდება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც უმაღლეს რადას კონფლიქტის დაწყების შემდეგ მიმართავს.