ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპი ბათუმისა და გორის გუნდებს შორის გაიმართა. დაძაბულ შეხვედრაში ბათუმი ანგარიშით 3-6 დამარცხდა.
ნახევარფინალები ორეტაპიანია, შესაბამისად ბათუმი შედეგის გამოსწორებას გორში გასვლით შეხვედრაში შეეცდება.
ფინალში გასული გუნდი თბილისისა და ზესტაფონის გუნდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.