აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

29 აპრილი 2022, 19:44 1819 ნახვა

მაუწყებლის მენეჯმენტის მისამართით აქციაზე გაჟღერებულ ბრალდებებს მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აბსურდულს უწოდებს. ფირუზ ბოლქვაძის თქმით, მენეჯმენტი არ იწევს პროვოცირებას, რომ თანამშრომლებს გადაცდომა ჰქონდეთ, მან ასევე მოიხმო მრჩეველთა საბჭოს სხდომიდან ამოღებული ვიდეო ფრაგმენტი,  სადაც ერთ-ერთი მრჩეველი გია ქარცივაძე ქალის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზას იყენებს. ხოლო თავად დღეს აქციაზე იყო და გათავისუფლებულის აღდგენას ითხოვდა, რომლის გათავისუფლების მიზეზად მაუწყებელი ქალ თანამშრომელზე შეურაცხყოფას ასახელებს. გია ქარცივაძე ამბობს, რომ მენეჯმენტი ალეგორიულ გამონათქვამებში ვერ ერკვევა და ეს მათი პრობლემაა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი