საკრებულოს სხდომა ხულოში

29 აპრილი 2022, 18:26 1144 ნახვა

ხულოს საკრებულოს წევრებმა  2022 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე, დაგეგმილ ღონისძიებებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.  საკითხი შეეხო მერიასა და საკრებულოში  საშტატო ნუსხაში  არსებულ ცვლილებებს  კერძოდ  დასაქმებულებისთვის კატეგორიის შეცვლას, რომელიც  სხდომაზე დამსწრე ოპოზიციონერმა გააპროტესტა. ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის  ინფორმაციით, უმრავლესობა საკუთარი პარტაქტივის დასაქმებას  აგრძელებს და ცვლილებებიც ამას უკავშირდება. მმართველ გუნდში  კი განმარტეს, რომ  საშტატო ნუსხაში დამატება არ ყოფილა, მოხდა მხოლოდ კატეგორიების შეცვლა კანონის შესაბამისად. წარმომადგენლობით ორგანოს მორიგ სხდომას ამჯერადაც  არ ესწრებოდა ენმ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში